შპს „ვიონი საქართველოს“ ჯარიმა 90 000 ლარის ოდენობით დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას, შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) მიერ სააბონენტო ნომრის გაცემა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე განხორციელდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამ კომპანიას 90000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.