ნოემბერი 16, 2012

შპს „VIP-TV”-მ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს „VIP-TV”-მ კერძო  მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

ამიერიდან კომპანიას საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით იმაუწყებლოს. მიღებული ლიცენზიის სახეობა სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობაა, გეოგრაფიული ზონა კი საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები