ოქტომბერი 05, 2012

შპს „VIP TV“ სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „VIP TV“-ს  განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი)  ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2012 წლის 2 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება, ხოლო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები