ოქტომბერი 31, 2011

სპეციალური და საგანგებო ნომრები ნოემბრიდან იცვლება

 

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის ახალი დებულების შესაბამისად 2011წლის  15 ნოემბრიდან  იწყება ქვეყნის ფიქსირებული ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში  1XX(XXX) ფორმატის სპეციალური და საგანგებო მოკლე ნომრების (კოდების) დანერგვის სამუშაოები.

ცვლილების პირველ ეტაპზე ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვლება 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით და ისინი შემდეგი სახის გახდება:

·  სახანძრო - სამაშველო სამსახურის ნომრები - 01 და 011, შეიცვლება ნომრით - 111;

·  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები 03 და 033, შეიცვლება ნომრით - 113;

·  გაზის საავარიო სამსახურის ნომერი - 04, შეიცვლება ნომრით -114;

·   საპატრულო პოლიციის ნომერი - 022, შეიცვლება ნომრით - 122;

·   დაცვის პოლიციის ნომერი - 025, შეიცვლება ნომრით - 125.

გარდამავალ ეტაპზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრების ერთდროული მოქმედება იქენა უზრუნველყოფილი, დეკემბრიდან კი  ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების მხოლოდ ახალი 1XX  ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.  სახანძრო -სამაშველო სამსახური - 111, სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 113, გაზის საავარიო სამსახური - 114, საპატრულო პოლიცია  - 122, დაცვის პოლიცია - 125.

ასევე, 2011 წლის  10 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის პერიოდში განხორციელდება ეროვნული პრეფიქსის ”8” შეცვლა პრეფიქსებით ”0” (ქვეყნის შიდა ზარებზე) და ”00” (საერთაშორისო ზარებზე).

გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8XX (მაგალითად: 8-07, 8–16, 8–10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10XX ფორმატის პრეფიქსული კოდებით. მაგალითად:

·   საერთაშორისო ოპერატორი 8–07 გახდება 10–07

·   საერთაშორისო ოპერატორი 8–16 გახდება 10–16

·   საერთაშორისო ოპერატორი 8–10 გახდება 10–10

და ასე შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საცნობარო სამსახურებს. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები