ოქტომბერი 10, 2011

სს „აი თი დი სიმ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სს „აი თი დი სიმ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის  ხანგრძლივობა – 24 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2011 წლის 8 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

მაუწყებლობის დაწყების ვადას კი სს „აი თი დი სიმ“ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები