წვდომის მენიუ

დეკემბერი 01, 2016 13:15

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების მოქმედების ვადა 10 წლით გაუგრძელდა. კომპანიამ ლიცენზიით სარგებლობის საფასურის 30 % - 614 835 ლარი და 52 თეთრი 2016 წლის 30 დეკემბრამდე, ხოლო დანარჩენი თანხა ყოველთვიურად თანაბარწილად 2019 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოს.  სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F36 და №F54 ლიცენზიების საფასური  სულ  2 049 452  ლარს შეადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები