სექტემბერი 28, 2012

სს „ინფოჯორჯია XXI”-მ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს „ინფოჯორჯია XXI”-მ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  1-7-0-0-9, სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად კერძოდ, შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად  გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები