სს“ ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიის“ კუთვნილ ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელდა
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს“ ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიის“ კუთვნილ სამ ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო 10 წლით გაუგრძელდა.
კომისიის გადაწყვეტილებით “ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიის“ კერძო მაუწყებლობის №B35 (ქ.ბოლნისი), №B36 (ქ.რუსთავი) და №B37 (ქ.მარნეული) ლიცენზიებს მოქმედების ვადა 2013 წლის 17 აპრილიდან 2023 წლის 17 აპრილამდე გაუგრძელდა.
სალიცენზიო პირობების თანხმად, სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სამივე ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი დღე–ღამის განმავლობაში 19 საათი.
გადაწყვეტილების სრული ვერსია გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.