ნოემბერი 02, 2015 13:50

სს „საქართველოს რკინიგზისა“ და ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთს“ შორის დავა მორიგებით დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იხილავდა სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივარს ააიპმედია ცენტრი ღია აფხაზეთის“ წინააღმდეგ  არასათანადო რეკლამის განთავსების გამო, რომელიც მორიგებით დასრულდა.

რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში ორი თვის განმავლობაში განთავსებული იყო „ალო ტაქსის“ სამაუწყებლო რეკლამა, რომელიც შპს „ივერია მოტორსის“ მომსახურებას ტაქსის საშუალებით ბათუმში მგზავრობას უწევდა რეკლამირებას. სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიჩნია, რომ რეკლამა არაკეთილსინდისიერი  იყო, აზარალებდა კომპანიას და შეცდომაში შეჰყავდა მსმენელი. საკითხის განხილვის პროცესში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით მოდავე მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რის გამოც სადაო საკითხი მოიხსნა და ადმინისტრაციული წარმოება მორიგებით დასრულდა.

რადიო „აფხაზეთის ხმა“ სს „საქართველოს რკონიგზის“ კომერციულ რეკლამას განათვასებს თავის ეთერში ორი თვის განმავლობაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები