წვდომის მენიუ

მაისი 10, 2016 10:54

სს „სილქნეტის“ და შპს „სილქ ლტი“-ს რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით სს „სილქნეტის“ და შპს „სილქ ლტი“-ს რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელდა.

სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას 2016 წლის 5 მაისიდან 2026 წლის 5 მაისამდე  გაუხანგრძილვა ვადა. კომპანიამ ლიცენზიით სარგებლობის საფასური 331 007 ლარი და 21 თეთრი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით 2016 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დაფაროს.

შპს „სილქ ლტი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიას 2016 წლის 5 მაისიდან 2026 წლის 5 მაისამდე  გაუხანგრძილვა ვადა. კომპანიამ ლიცენზიით სარგებლობის საფასური 207 690 ლარი და 80 თეთრი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით 2016 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დაფაროს.

კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები