წვდომის მენიუ

იანვარი 13, 2017 14:12

სს „სილქნეტის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძილვდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა.

№F53 ლიცენზიის რადიოსიხშირული ზოლის - 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში, გეოგრაფიული არეალია: საქართველოს ტერიტორია (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა).

ლიცენზიის სარგებლობის საფასური 588 696 ლარით და 43 თეთრით განისაზღვრა. კომპანიის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა ლიცენზიით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის მზადყოფნა. კომპანია ლიცენზიის ღირებულების 30% - 176 608 ლარსა და 90 თეთრს ერთი თვის ვადაში ჩარიცხავს, სრულ თანხას კი კომისიის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად ექვსი თვის ვადაში დაფარავს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები