წვდომის მენიუ

დეკემბერი 09, 2016 12:35

სს „სილქნეტმა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელმა“ შერწყმაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი წერილით სს „სილქნეტმა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელმა“ მიმართეს. კომპამიებმა სს „სილქნეტისა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა მოთხოვეს.

აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ წარმოება დაიწყო და დაადგინა, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ  სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“  შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები