მაისი 01, 2012

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე სს “სილქნეტის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვა გასცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით სს „სილქნეტმა“ შემდეგი სახის ნებართვა მიიღო:

ნუმერაციის რესურსი: 901 40 40 40 - 901 40 40 49 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები