მაისი 11, 2012

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე სს “სილქნეტის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვა გაიცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას  ბორჯომის მუნიციპალიტეტში ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით სს „სილქნეტმა“ შემდეგი სახის ნებართვა მიიღო:

ნუმერაციის რესურსი: 24 60 XX – 24 61 XX, 24 64 XX – 24 69 XX (სულ რვაასი  სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები