ივლისი 03, 2012

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო.კომპანიამ ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში მიიღო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ერთი ნებართვა:1.     ქ. ბათუმი  (995 422 XXXXXX) - 34250      სააბონენტო ნომერი;2.      ქ. რუსთავი (995 421 XXXXXX) – 9347  სააბონენტო ნომერი;3.      დუშეთის მუნიციპალიტეტი (995 346 XXXXXX) – 1914  სააბონენტო ნომერი;4.      ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 XXXXXX) –1474  სააბონენტო ნომერი;5.      ვანის მუნიციპალიტეტი (995 432 XXXXXX) – 1638  სააბონენტო ნომერი;6.      ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (995 492 XXXXXX) –7316  სააბონენტო ნომერი;7.      ჭიათურის მუნიციპალიტეტი (995 479 XXXXXX) –4264  სააბონენტო ნომერი;8.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (995 436 XXXXXX) –2969  სააბონენტო ნომერი;9.     ახალციხის მუნიციპალიტეტი (995 365 XXXXXX) –  4171  სააბონენტო ნომერი;10.    საჩხერის მუნიციპალიტეტი (995 435 XXXXXX) –  1468  სააბონენტო ნომერი;11.    სიღნაღის მუნიციპალიტეტი (995 355 XXXXXX) -4046  სააბონენტო ნომერი.მეორე ნებართვა კი „სიქნეტმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის მიიღო. საერთო ჯამში 211 სააბონენტო ნომერი, შემდეგ ინდექსზე: 995 355243XXX. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები