ივლისი 09, 2012

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

„სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსი: 1-7-0-0-7 სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის კერძოდ, შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვის მოქმედების ვადა ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები