სექტემბერი 14, 2012

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს „სილქნეტმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  995 349 2 20XXX, სულ 407 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ახმეტის მუნიციპალიტეტი.

მეორე ნებრათვის საფუძველზე, სილნქტმა ნუემრაციის რესურსი, 995 431 2 37XXX, სულ 999 სააბონენტო ნომერი, ქ. ქუთაისში  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.

გადაწყვეტილებების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები