ივნისი 14, 2013

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს „სილქნეტმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  1-6-1-0-0 არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები