მაისი 25, 2012

სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე სს „სილქნეტის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ორი ნებართვა გაიცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს  ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით სს „სილქნეტმა“ შემდეგი სახის ნებართვები მიიღო:

პირველი: ნუმერაციის რესურსი: სულ 4658 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (995 XXXXXXXXX) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

 გეოგრაფიული ზონა:

1.       ქ. თბილისი (995 32 XXXXXXX) -  361 სააბონენტო ნომერი;

2.       თელავის მუნიციპალიტეტი (995 350 XXXXXX) – 179 სააბონენტო ნომერი;

3.       თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი (995 359 XXXXXX) – 145 სააბონენტო ნომერი;

4.       ადიგენის მუნიციპალიტეტი (995 366 XXXXXX) – 99 სააბონენტო ნომერი;

5.       ქარელის მუნიციპალიტეტი (995 369 XXXXXX) – 309 სააბონენტო ნომერი;

6.       გარდაბნის მუნიციპალიტეტი (995 372 XXXXXX) – 36 სააბონენტო ნომერი;

7.       აბაშის მუნიციპალიტეტი (995 412 XXXXXX) – 234 სააბონენტო ნომერი;

8.       ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 XXXXXX) – 390 სააბონენტო ნომერი;

9.       ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (995 415 XXXXXX) – 967 სააბონენტო ნომერი;

10.    წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (995 436 XXXXXX) –161 სააბონენტო ნომერი;

11.    თერჯოლის მუნიციპალიტეტი (995 491 XXXXXX) – 225 სააბონენტო ნომერი;

12.    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (995 361 XXXXXX) –  55 სააბონენტო ნომერი;

13.    ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (995 362 XXXXXX) –  102 სააბონენტო ნომერი;

14.    ახალციხის მუნიციპალიტეტი (995 365 XXXXXX) –  270 სააბონენტო ნომერი;

15.    ქ. ბათუმი (995 422 XXXXXX) –  1125 სააბონენტო ნომერი;

და მეორე ნებართვა,

 ა) ნუმერაციის რესურსი: 900 500 500 - 900 500 599 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გადაწყვეტილებების სრული ვერსიები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები