ოქტომბერი 23, 2015 15:34

სს „სილქნეტმა“ საქველმოქმედო სატელეფონო მომსახურების გასაწევად ნუმერაციის რესურსი მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა საქველმოქმედო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიანიჭა.

ნუმერაციის რესურსი - 901 -121 210 - 901 121 219 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურების უზრუნველსაყოფად არის განსაზღვრული. ნებართვა, რომლის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები