აგვისტო 07, 2012

სს„სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „სილქნეტმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  995 370 27XXXX, სულ 322 ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა გორის მუნიციპალიტეტი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები