ნოემბერი 25, 2011

„სტერეო +“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „სტერეო+“–ის განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

შპს  “სტერეო +“–ს ბათუმი – სენაკი, სენაკი – ხარაგაული, ხარაგაული – დუშეთი, დუშეთი – თბილისი, თბილისი – თელავი მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია სჭირდება.

აუქციონი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2011 წლის 30 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება კი 2011 წლის 12 დეკემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

„სტერეო +“ მიერ მოთხოვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყის ღირებულებას 34 540 ლარი და 02 თეთრი შეადგენს. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა 1 727 ლარი იქნება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები