აპრილი 11, 2014

„სტუდია მაესტრომ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია დროებით სარგებლობაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანას“ სამაუწყებლო ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

კომისიას 2014 წლის 18 მარტს  შპს „სტუდია მაესტრომ“ და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანამ“ ერთობლივი განცხადებით მომართეს და მოითხოვეს კომისიის წინასწარი თანხმობა ქ. თბილისში შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ კუთვნილი #B17 ტელემაუწყებლობის ლიცენზიის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ 2015 წლის 15 ივნისამდე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე.

კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანას“ ერთობლივი განცხადება დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ძალაში სხდომაზე გამოცხადებისთანავე შევიდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები