დეკემბერი 23, 2011

„Style TV სტაილ ტვ“ მაუწყებლობის დაწყებას 2012 წლის მარტში გეგმავს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შპს „Style TV სტაილ ტვ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი)  მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18  საათი.შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2012 წლის 23 იანვარს 16.00 საათზე  გაიმართება, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.მაუწყებლობის დაწყების ვადა, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს განცხადების მიხედვით, განსაზღვრულია 2012 წლის 1 მარტისთვის.გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები