იანვარი 27, 2012

„Style TV სტაილ ტვ“ მაუწყებლობის დაწყებას 2012 წლის მარტში გეგმავს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კიდევ ერთი სამაუწყებლო ლიცენზია გაიცა.

შპს „Style TV სტაილ ტვ“–მ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, რომლის სახეობა არის სპეციალიზებული (გასართობი)  მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18  საათი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 23 დეკემბერს კომპანია „Style TV სტაილ ტვ“–ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

მაუწყებლობის დაწყების ვადა, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს განცხადების მიხედვით, განსაზღვრულია 2012 წლის 1 მარტისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები