ივლისი 15, 2011

„სუპერ ტვ“ 8 ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „სუპერ ტვ“–ის სანქცია დაეკისრა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8,295.94  ლარის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიას ინფორმაციის წარმოუდგენლობას ედავება. 2011 წლის 20 აპრილს შპს „სუპერ ტვ“–ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები შევიდა, კომპანიის 100% წილის მესაკუთრედ არჩილ თაბაგარის ნაცვლად კომპანია ,,Super TV S.A.” გახდა. კომპანიამ ამ ცვლილების შესახებ კომისიას დაგვიანებით აცნობა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი შპს „სუპერ ტვ“ ვალდებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ კომისიისთვის 7 დღის ვადაში ეცნობებინა.

კომისიამ, სხდომაზე კომპანიის პოზიციაც მოისმინა, ყველა მტკიცებულაბას გაეცნო და შპს „სუპერ ტვ“–ის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები