“სუპერ ტვ“ არამრთლზომიერი რეტრანსლირებისთვის სანქცია დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისამ დღეს გამართულ სხდომაზე საკაბელო–სატრანზიტო მაუწყებელი „სუპერ ტვ“ სანქცია დააკისრა.
კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ახდენდა შემდეგი არხების რეტრანსლირებას : „National Geographic“, “Disney Channel”, “Travel”, “Fox Crime”, “Inter+”, “IndiaTV”, “Mezzo” და “FashionTV“. კომისიაში გამართულ სხდომას, კომპანია „სუპერ ტვ“– წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელსაც მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა კომპანიის პოზიცია დარღვევასთან დაკავშირებით.
სხდომის მსვლელობისას „სუპერ ტვ“–იმ წარმოადგინა გარკვეულ არხებზე რეტრანსლირების ნებართვები, თუმცა ორ არხზე, “Mezzo” და “FashionTV“–ზე კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
კომისიამ ყველა მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ „სუპერ ტვ“–ს სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას დაევალა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ გათიშოს “Mezzo” და “FashionTV“–ს არამართლზომიერი რეტრანსლირება.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.