აგვისტო 19, 2011

„სუპერ ტვ“–ს და „სილქნეტის“ დავა მორიგებით დასრულდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“–ს და შპს „სილქნეტის“ დავა მორიგებით დასრულდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სუპერ ტვ“–მ საჩივრით მომართა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „სუპერ ტვ“ საკუთარი აბონენტებისთვის მომსახურების მისაწოდებლად იყენებს სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში განთავსებულ კაბელებს. ეს კაბელები კი კომპანია „სილქნეტის“ კუთვნილ საკანალიზაციო სისტემაშია განთავსებული. მხარეებს  ამ მომსახურებაზე ხელშეკრულება 2011 წლის 30 აპრილამდე ჰქონდათ გაფორმებული. „სუპერ ტვ“–ს განცხადებით, 30 აპრილის შემდეგ კომპანია „სილქნეტმა“ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების დადებაზე, რის საფუძველეზეც კომპანია „სუპერ ტვ“–მ განცხადება  კომისიაში შემოიტანა.

მართალია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სუპერ ტვ“–ს საჩივარი წარმოებაში მიიღო, მაგრამ ამავე დროს ორივე მხარეს დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა. რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანიები შეთანხმდნენ. დღეს გამართულ სხდომაზე დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, დავის საგანის არ არსებობის გამო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები