სექტემბერი 29, 2014 16:00

„ტაბულა“ ლიცენზიების მოდიფიცერებას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ (ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“) განცხადების საფუძველზე მისი კუთვნილი №B91 და  №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ტელეკომპანია „ტაბულა“ ზემოთ აღნიშნული ლიცენზიების ფარგლებში ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. საჩხერეში და ქ. გორში საერთო ტელემაუწყებლობას ახორციელებს. კომპანიის განცხადებით ლიცენზიებით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა და დადგინდა, რომ კომპანიის ეთერში გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სპეციალიზებული (გასართობი) თემატიკის პროგრამები, შესაბამისად მიზანშეწონილად მიაჩნიათ მათი სამაუწყებლო ბადე გაჯერდეს გასართობი პროგრამებით.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 24 ოქტომბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი დღის ვადაში მიიღებს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები