ოქტომბერი 24, 2014 18:05

„ტაბულა“ რეგიონებში გასართობი თემატიკის გადაცემებით იმაუწყებლებს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ (ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“) განცხადების საფუძველზე მისი კუთვნილი №B91 და  №B99 ლიცენზიების მოდიფიცირება განახორციელა და საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად ლიცენზიის სახედ სპეციალიზებული  (გასართობი) ტელემაუწყებლობა განუსაზღვრა.

ტელეკომპანია „ტაბულა“ ზემოთ აღნიშნული ლიცენზიების ფარგლებში ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. საჩხერეში და ქ. გორში საერთო ტელემაუწყებლობას ახორციელებდა. კომპანიის განცხადებით ლიცენზიებით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა და დადგინდა, რომ კომპანიის ეთერში გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სპეციალიზებული (გასართობი) თემატიკის პროგრამები რის გამოც კომპანიამ ლიცენზიების მოდიფიცირება მოითხოვა, რაც კომისიამ დააკმაყოფილა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები