ივნისი 16, 2015 12:56

„ტაბულამ“ გასართობი ლიცენზიების ტელეკომპანია „რუსთავის 2“-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მიიღო და, ამავე დროს, სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო წერილობითი გაფრთხილება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (ა)აიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ (ტელეკომპანია „ტაბულა“) შპს „რუსთავი 2“-ისთვის ორი ლიცენზიის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა და, ამავე დროს, „ტაბულა“ წერილობით გააფრთხილა.

ტელეკომპანია „ტაბულამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას NB91 და NB99 ლიცენზიების ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობის თხოვნით 2015 წლის 13 მაისს მომართა.

2015 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე, კომისიამ „ტაბულას“ NB91 და NB99 ლიცენზიების, რომლებიც ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. სენაკში, ქ. გორში და საჩხერეში სპეციალიზებული (გასართობი) გადაცემებით მაუწყებლობას ითვალისწინებს, ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

კომისიამ საქმის წარმოების პროცესში გამოავლინა, რომ ტელეკომპანია „ტაბულა“  NB91 და NB99 ლიცენზიების ფარგლებში წარმოებულ სამაუწყებლო ბადეს ყოველკვირეულად კომისიაში არ წარმოადგენდა, რაც ტელეკომპანიის სალიცენზიო ვალდებულა იყო, რის გამოც“ ტაბულას“ სანქცია - წერლიბითი გაფრთხილება დაეკისრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები