თანამედროვე მსოფლიო 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1983 წლიდან აღინიშნება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის გარანტი, უერთდება თანამედროვე მსოფლიოს ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მომხმარებელთა უფლებების დაცვა. კომისიის ძალისხმევა მიმართულია სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისკენ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლზე, ასევე, სატელეკომუნიკაციო სერვისების საზოგადოების ყველა ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ.