სექტემბერი 28, 2012

„თანამგზავრის“ ლიცენზიის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „თანამგზავრის“ სამაუწყებლო ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა.

„თანამგზავრის“ სამაუწყებლო ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი – ქ. თელავი, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 6 საათი.

ტელეკომპანია „თანამგზავრის“ სამაუწყებლო ლიცენზიას მოქმედების ვადა 2022 წლის 17 სექტემბრამდე გაუგრძელდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები