აპრილი 27, 2012

თანამგზავრით მაუწყებლობის ლიცენზია გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია გაიცა.

მოქალაქე ვლადიმერ შენგელაია წერილობითი განცახების საფუძველზე ითხოვდა სამაუწყებლო ლიცენზიას საკაბელო ქსელის და თანამგზავრული მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი – 24 საათი.

კომისიამ ვლადიმერ შენგელაიას მოთხოვნის საფუძველზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა წარმოების პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის ნაწილი, რომელიც საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილი აღარ იყო გაეცა საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია.

ამიტომ, მოქალაქე ვლადიმერ შენგელიამ მხოლოდ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, რომლის სახეობა იქნება – საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი – საქართველო და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი. სალიცენზიო პირობების თანახმად მაუწყებლობის დაწყების ვადა ლიცენზიის გაცემიდან ოთხი თვის განმავლობაში განისაზღვრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გევრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები