ოქტომბერი 11, 2013

თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია ორმა კომპანიამ აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია ორმა კომპანიამ აიღო.

შპს „GS GROUP“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით კერძო სპეციალიზებულ (გასართობ) მაუწყებლობას გეგმავს. ლიცენზიის მოქმედების გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ლიცენზიის მოქმედების ვადა კი 2023 წლის 11 ოქტომბრამდეა. კომპანია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას ექვსი თვის ვადაში გეგმავს და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა ექვსი საათი იქნება.

შპს „მარნეული ტვ“ კი თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში კერძო საერთო მაუწყებლობას განახორციელებს. ამ ლიცენზიის მოქმედების ვადაც 2023 წლის 11 ოქტომბრამდეა და ლიცენზიის მოქმედების გეოგრაფიული არეალი ასევე, საქართველოს მთელი ტერიტორიაა. „მარნეული ტვ“-ც პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას ექვსი თვის ვადაში გეგმავს და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივოდბა ექვსი საათი იქნება.

კომისიის ორივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები