სექტემბერი 29, 2011

თბილისში ახალი რადიომაუწყებელის ვინაობა ხვალ გაირკვევა

 

2011 წლის, 30 სექტემბერს, 13:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება.

კონკურსში მონაწილეობას ორი კომპანია შპს ”მედია ჰაუს დეკომი” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” იღებს.

გამარჯვებული კომპანია თბილისში FM 98.5 ტალღაზე მაუწყებლობას დაიწყებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები