ივლისი 11, 2014 16:01

თბილისში კიდევ ერთი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაა შესაძლებელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სამაუწყებლო სიხშირეთა განაწილების გეგმაში შეიტანა ცვლილება, რითაც თბილისში FM 104,7-ზე თავისუფალი სიხშირული რესურსი გახდა ხელმისაწვდომი.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №76/2 გადაწყვეტილება, რომლითაც ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის B62 ლიცენზიის მოდიფიცირება მოხდა და FM 105.0 კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით  FM 105.1 შეიცვლა.

სამაუწყებლო სიხშირეთა განაწილების გეგმაში განხორციელებულმა ამ ცვლილებამ დამატებითი სიხშირული რესურსის გამოთავისუფლების შესაძლებლობა გააჩინა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები