სექტემბერი 30, 2011

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა.

გამარჯვებული კომპანია თბილისში FM 98.5 ტალღაზე დაიწყებს მაუწყებლობას.

კონკურსში მონაწილეობას შპს ”მედია ჰაუს დეკომი” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” იღებდა. კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი   სამაუწყებლო კონცებციებზე დაყრდნობით გამოავლინა გამარჯვებული.

ახალი მაუწყებელი ეთერში გასვლას 2012 წლის მარტის თვიდან გეგმავს და მსმენეს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას შესთავაზებს: ახალი ამბები, საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები, საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემები, ახალგაზრდული გადაცემები, საბავშვო გადაცემები, გასართობი გადაცემები და ბოლოს, სპორტული გადაცემები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები