ნოემბერი 27, 2015 17:47

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისში  FM 93,1 -ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პირი დედაქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდება და დღე-ღამეში 18 საათი იმაუწყებლებს. რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური 10 692 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2015 წლის 28 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს, კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2015 წლის 31 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება 2016 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2016 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები