ივნისი 21, 2013

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა. კომისიას კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთმა”, შპს ”არტპალასმა”, შპს ”რადიო კომერსანტმა”, შპს ”მედია პაბმა”, შპს ”რადიო იმედმა”, და მოქალაქე ბეგლარ ლოგუამ მიმართა.

აქედან სამი კომპანია, (შპს ”რადიო იმედი”, შპს ”არტპალასი” და მოქალაქე ბეგლარ ლოგუა), კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობისთვის ითხოვდა ლიცენზიას, ოთხი კომპანია კი (შპს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთი”, შპს ”არტპალასი”,  შპს ”რადიო კომერსანტი”, შპს ”მედია პაბი”), კერძო საერთო რადიომაუწყებლობისთვის (საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები). ვინაიდან კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით უფრო მეტი განაცხადი შემოვიდა კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი სწორედ, კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადდა.

გამოცხადებული კონკურსის თანახმად, ლიცენზიის სახე იქნება - კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო რადიმაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა კი ქ. თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი.

ლიცენზიის მაძიებელის მიმართ წაყენებულია  პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.

კონკურსში მონაწილე იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმეტაცია და სამაუწყებლო ბადე დალუქულ მდგომარეობაში უნდა წარმოადგინონ.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება 2013 წლის 22 ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება. პირველი მოსამზადებელის სხდომა, სადაც დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2013 წლის 25 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსანტთა პოზიციების ზეპირი მოსმენა 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო კონკურსი რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები