აპრილი 11, 2014

„ტელეიმედის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „ტელეიმედის“ კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის #F23 ლიცენზიას მოქმდების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა.

ტელეკომპანია „იმედი“რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის #F23 ლიცენზიის ფარგლებში საინფორმაციო გამოშვებებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პირდაპირ ჩართვებს ახორცილებს. კომპანიამ აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გაგრძელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 439 ლარი და 06 თეთრი უნდა გადაიხადოს.

კომისიის გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები