ივნისი 29, 2012

ტელეკომპანია „დიამ“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის უფლება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს ტელეკომპანია „დიამ“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის უცლება მიიღო.კომისიამ  „დიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირება ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მოახდინა. კომპანია კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით  თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებით გავრცელებას ითხობდა.შპს ტელეკომპანია „დიას“ ლიცენზიის სახე არის კერძო მაუწყებლობა, სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს ტერიტორია. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები