აგვისტო 24, 2012

ტელეკომპანია „დიას“ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიეცა

საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „დიას“ სანქციის სახით, წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

სამაუწყებლო კომპანია „დია“ ეთერში რუსულ ენაზე დუბლირებულ მხატვრულ ფილმებს უშვებდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კი არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული უნდა გავიდეს.

კომისიამ ტელეკომპანია „დიას“ სანქცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ტელეკომპანია „თრიალეთის“ მომართვის საფუძველზე დაიწყო. „თრიალეთმა“ კომისიას წერილობით აცნობა აღნიშნული დარღვევის შესახებ და წერილს მტკიცებულების სახით DVD დისკი დაურთო, სადაც ჩაწერილი იყო დარღვევის ამსახველი ვიდეო მასალა.

ტელეკომპანია „დიას“ სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები