ივნისი 03, 2015 12:00

ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დარღვევა არ დაუდასტურდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N882 განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის დახმარების საკითხის მოკვლევა დაასრულა.

მოკვლევის ფარგლებში კომისიამ შეისწავლა ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კერძოდ, „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ წარმოადგინა –  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 05 მაისის წერილი (№MOD 9 15 00338195), საგადახადო დავალება N2271 და მიღება–ჩაბარების აქტი. ამ დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შეისყიდა გარკვეული შეიარაღება, მხატვრული ფილმის (სერიალის) გადაღებების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე მიაჩნია, რომ  მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები