წვდომის მენიუ

ივლისი 06, 2016 14:13

ტელეკომპანია „დრო“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების არეალს აფართოვებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ხარისხის არხის“ - ტელეკომპანია „დროს“  მაუწყებლობის ავტორიზაცია მოდიფიცირდა და ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზო ქსელით გავრცელების არეალს ზუგდიდის და ბათუმის მულტიპლექსები დაემატა.

ტელეკომპანია „დრო“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია. კომპანია ზუგდიდის და ბათუმის მულტიპლექსების საშუალებით მაუწყებლობის დაწყებას  2016 წლის პირველი აგვისტოდან გეგმავს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები