ივნისი 27, 2014 11:47

ტელეკომპანია „გურჯაანის“ სამაუწყებლო ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია შპს ტელეკომპანია ”გურჯაანის“ კერძო მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე გაუგრძელა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თუ საეთერო ტელემაუწყებელს ლიცენზიის მოქმედების ვადა ეწურება 2015 წლის 17 ივნისამდე, ვიდრე საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა კომისიის გადაწყვეტილებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  2015 წლის 17 ივნისამდე გრძელდება.

კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „გურჯაანის“ ტელემაუწყებლობის  კერძო საერთო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაში კომპანია გადაიხდის სალიცენზიო მოსაკრებელს (2000 ლარი), ასევე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის  საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად (1819 ლარი და 92 თეთრი). ეს თანხა ტელეკომპანიამ წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით 2015 წლის 26 მაისამდე უნდა დაფაროს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები