ივლისი 03, 2012

ტელეკომპანია “ითეტვი”თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოთხოვნით შპს „ითეტვიმ“ მომართა. კომპანია ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 20 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები