სექტემბერი 29, 2014 16:00

ტელეკომპანია „მაესტრო“ დღე-ღამის განმავლობაში 20 საათი იმაუწყებლებს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 სექტემბრის სხდომაზე შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირება განახორციელა. ტელეკომპანია „მაესტროს“ დღე-ღამის განმავლობაში მინიმალური მაუწყებლობის ხანგრძლივობად 20 საათი განესაზღვრა.

კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები