სექტემბერი 01, 2014 11:01

ტელეკომპანია „მაესტრო“ დღე-ღამის განმავლობაში 20 საათიანი მაუწყებლობის ნებართვას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განაპირობა შპს „სტუდია მაესტროს“ წერილობითმა განცხადებამ. კომპანია სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე სამაუწყებლო ბადის დაგეგემვას 20 საათის ფარგლებში აპირებს.

საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში 2014 წლის 25 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები