დეკემბერი 02, 2008

ტელეკომპანია ”მაესტროს” ლიცენზიას სახე შეეცვალა

 

 

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპა ”მაესტროს” ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინა. ამიერიდან  ”მაესტრო”-ს საკაბელო ქსელში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცამებით შეუძლია გავიდეს.

ტელეკომპანია ”მაესტრო” აქამდე სპეციალიზირებული ლიცენზიის მფლობელი იყო, რაც გულისხმობს  გასართობი და შემეცნებითი გადაცემებით მაუწყებლობას. ლიცენზიის მოდიფიცირების შედეგად კომპანიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება მოიპოვა.

ამიერიდან ტელეკომპანია ”მაესტრო” ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე შეძლებს ნებისმიერი თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობას.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები